გავხსნათ საფუარი თბილ წყალში. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, შაქარი, მარილი, ვანილი და კარგად ავურიოთ ერთმანეთში. გამზადებულ საფუარს დავუმატოთ კვერცხი და ზეთი და მოვზილოთ ფუმფულა ცომი. ცომი უნდა ვზილოთ 10 წუთი, დავდოთ ასაფუებლად და დაველოდოთ სანამ ორჯერ არ მოიმატებს ზომაში.მზა ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად, გავაბრტყელოთ ძალიან თხელ ფენად, წავუსვათ კარაქი, ზემოდან გულსართი ჩვენი გემოვნებით (ნებისმიერი ხილის ჯემი) და დავახვიოთ რულეტივით. რულეტი კი დავკეცოთ სპირალისებურად.დავაწყოთ ფუნთუშები საცხობ დაფაზე და დაველოდოთ აფუებას 30-40 წუთი.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე