ჩინური ტორტი მარწყვით
ჩინური ტორტი მარწყვით
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ცივი დესერტი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები

  • მარწყვი - 1 კგ
  • შაქარი - 3 ჭიქა
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • ვანილი - 2 შეკვრა
  • "პეჩენია" - 2 შეკვრა
  • თხილი (მოხალული) - 1 ჭიქა
  • მდუღარე წყალი - 1 ლ
მომზადების წესები

1.  მოვამზადოთ  მოხარშული  კრემი:  1 ჭიქა  ფქვილი, 1,5 ჭიქა  შაქარი,  ვანილი  და  0,5 ჩ/კ მარილი  კარგად  ავურიოთ,  დავასხათ  1 ლ  მდუღარე  წყალი, დავდგათ  ნელ  ცეცხლზე  და  მივიყვანოთ  ადუღებამდე  ისე  რომ  მორევა  არ  შევაჩეროთ. რომ  ადუღდება  დავტოვოთ  ცეცხლზე  სანამ  მოოქროსფრო  არ  გახდება (დაახლოებით  5 წუთი). გავაციოთ  და  შევურიოთ  400 გრ  კარგად  ამოყვანილი  კარაქი, ვანილი  და  2 ს/კ კონიაკი.
2.კარგად  გარეცხილ  მარწყვს  დავაყაროთ  შაქარი  და  დავტოვოთ  30 წუთი. 
3. დავფხვნათ  ნებისმიერი  სახის  "პეჩენია".
4. დავჭრათ  მოხალული  თხილი
5.სასურველი  ზომის  ჭურჭელში (შგვიძლია  გამოვიყენოთ  ჭიქები  ან  ერთი  საშუალო  ზომის  გამჭვირვალე  ჭურჭელი)   ფენაფენა  ჩავდოთ  კრემი, მოვაყაროთ  დაფხვნილი  "პეჩენია",  დაჭრილი  თხილი  და  დაშაქრული  მარწყვი  სანამ  ჭურჭელს  არ  გავავსებთ.
6. ზემოდან  მოვრთოთ  მარწყვებით  და  შევდგათ  მაცივარში.
გემრიელად  მიირთვით

ტეგები:
მარწყვი ნანახია: 48757