1.გავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ რძე, წყალი, მარილი, ფქვილი და ვთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოვაცხოთ თხელი ბლინები2. გახეხილ ყველს ვუყოთ არაჟანი, კვერცხის გულები და კამა3. გავადნოთ კარაქი4.გამომცხვარ ბლინებში შევახვიოთ მომზადებული ყველის მასა და ჩავაწყოთ ფოლგაგამოკრულ ფორმაში. არ დაგვავიწყდეს ძირზე და ბლინებს შორის გამდნარი კარაქის მოსხმა, რათა არ მიეწებოს ერთმანეთს. მოვუკრათ ფოლგას თავი და შევდგათ 180 გრადუსსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთი