შოკოლადის მუსი
შოკოლადის მუსი
დრო 10წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
უგემრიელესი და სწრაფი რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი - 265 გრ
  • შაქარი - 4 ს/კ
  • კონიაკი (რომი, ლიქიორი, ბეილისი...) - 3 ს/კ
  • წყალი - 240 მლ
მომზადების წესები
შავი შოკოლადის ფილა დავტეხოთ, ჩავყაროთ პატარა ქვაბში, დავაყაროთ შაქარი, დავასხათ წყალი, კონიაკი, რომი ან ვისკი და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე, თან არ შევწყვიტოთ მორევა. როდესაც შოკოლადი გადაიქცევა ერთგვაროვან მასად, გადავიტანოთ მიქსერის ჯამში და ჯამი ჩავდგათ ყინულებიან მეორე ჯამში, ისე რომ ძირი ეხებოდეს ყინულებს. დავიწყოთ მიქსერით ათქვეფა. პირველი 4 წუთი მასას ფორმა არ შეეცვლება. ის გასქელებას და აფუებას შემდეგ დაიწყებს. როცა სასურველ სისქეს მიაღწევს გადაიტანეთ ლამაზ, გამჭვირვალე ჭიქებში. მორთეთ სურვილისამებრ
ტეგები:
შოკოლადი მუსი ნანახია: 7779