გავახუროთ ღუმელი 250 გრადუსზე. ერთმანეთში ავურიოთ ყავისფერი შაქარი და სანელებლები. გავასუფთაოთ ნეკნები, მოვაცალოთ თხელი აპკი ძვლების მხრიდან. კარგად შევაზილოთ სანელებლების ნაზავი , შევახვიოთ ფოლგაში და შევდგათ აერღუმელში 2 საათის განმავლობაში. გამოვდგათ, წავუსვათ ბარბექიუს სოუსი და შევწვათ გრილზე სანამ არ შეიბრაწება.