ბუტერბროდი ღუმელში
ბუტერბროდი ღუმელში
დრო 15წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 2 ს.კ
  • ყველი გახეხილი - 3 ს.კ
  • კარაქი - 1-2 ს.კ
  • კვერცხი - 2
  • ნიორი - 2 კბილი
  • ლორი - 6 ნაჭერი
  • თეთრი პური - 6 ნაჭერი
  • საფანელი - 1 ს.კ
  • მარილი
მომზადების წესები
ღუმელი გავაცხელოთ საშუალო ტემპერატურაზე. ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაფრქვიოთ საფანელი. ნიორი თხლად დავჭრათ. ლორის ნაჭრები შუა-შუა გავჭრათ. პურის ნაჭრები რძით დავნამოთ. კვერცხი ცოტა მარილთან ერთად ავთქვიფოთ. პურის ნაჭრები მოვათავსოთ ფორმაში, ზედ დავაწყოთ ლორის ნაჭრები, ნიორი, მოვასხათ კვერცხი და მოვაყაროთ ყველი. ბუტერბროდები ღუმელში შევდგათ და ვაცხოთ მანამ, სანამ ზემოდან არ მოიბრაწება.