ხრამუნა პიცა
ხრამუნა პიცა
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
უსწრაფესი   რეცეპტი,   უგემრიელესი  პიცის   მოსამზადებლად.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 500 გრ
  • გამაფხვიერებელი - 3 ს/კ
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • ბაზილიკი - 3 ჩ/კ
  • ნიორის ფხვნილი - 1/2 ჩ/კ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • თბილი წყალი - 300-350 მლ
  • სართავი(ყველი,ლორი...) - გემოვნებით
მომზადების წესები
1. გავახუროთ  ღუმელი  220  გრადუსსზე.

2. ჯამში  ჩავყაროთ  ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, ბაზილიკი, თუ  გვაქვს  ნიორის  ფხვნილი  და  კარგად  შევურიოთ  ერთმანეთს.

3. ფქვილის  ნარევს  და  ვუმატოთ  ზეთი  და  თბილი  წყალი. მოვზილოთ  ელასტიური  ცომი.

4. პიცის  საცხობ  ფორმას  წავუსვათ  ცხიმი,  მოვაყაროთ  ფქვილი  და  ზედ  გავაბრტყელოთ  მომზადებული  ცომი.  გვერდები  ოდნავ,  ლამაზად,  ამოვუკეცოთ.

5. გამოვაცხოთ  10- 12 წუთი.

6. ზემოდან  მოვაყაროთ  ყველი,  ლორი,  ძეხვი,  ზეთის  ხილი  ან  ნებისმიერი
სართავი  რაც  გვესიამოვნება  და  გამოვაცხოთ  კიდევ  8- 10  წუთი

ცომი  გამოდის  თხელი  და  ხრამუნა.

გემრიელად  მიირთვით!



ტეგები:
ცომეული პიცა ნანახია: 17015