1. ფქვილი და დაკეპილი კარაქი შევურიოთ ერთმანეთს. მიღებულ ფხვიერ მასას დავუმატოთ კვერცხი, შაქარი, რძე, გამაფხვიერებელი ან სოდა ძმრით და მოვზილოთ ცომი.2. საცხობ სორმას კარგად წავუსვათ ცხიმი, ჩავდოთ ცომი, ლამაზად ამოვუწიოთ ცომს გვერდები და შევდგათ მაცივარში 30 წუთით.3. ხაჭო კარგად ავთქვიფოთ შაქართან, დავუმატოთ კვერცხი, ვანილი და სახამებელი. ყველაფერი კარგად შევურიოთ ერთმანეთს მიქსერით.4. მაცივრიდან გამოვდგათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსსზე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთი. 5. გამოვიღოთ ღუმელიდან და მოვასხათ გამზადებული ხაჭოს მასა, მოვაწყოთ შუაზე გაპობილი გარგრები, ისე რომ ნახევრად ჩაეფლოს ხაჭოში.6. კვლავ შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ კიდევ ნახევარი საათი.