ქათმის ფილე ლავაშში - უგემრიელესი მექსიკური კერძი
ქათმის ფილე ლავაშში - უგემრიელესი მექსიკური კერძი
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
თუკი  ახალი  და  განსხვავებული  კერძი  გნებავთ,  ეს  რეცეპტი  ნამდვილად  თქვენთვისაა.

ინგრედიენტები

  • მწვანე წიწაკა - 1 ცალი
  • ნიორი - 1 კბილი
  • წყალი - 80-90 მლ
  • პომიდვრის სოუსი - 200 გრ
  • ოხრახუში
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
  • ხმელი ორეგანო (თავშავა) - 1/2 ჩ/კ
  • ყველი "ჩედარი" - 250 გრ
  • არაჟანი - 200 გრ
  • დაჭრილი ხახვი - 1 ცალი
  • ქათმის ფილე - 4 ცალი
  • სომხური ლავაში - 2 ფენა
თავზე მოსასხმელად
  • ყველი "ჩედარი"
  • პომიდვრის სოუსი ან საწებელა
მომზადების წესები
1. ტაფაზე  შევწვათ  ქათმის  ფილე ცოტა  ცხიმში  .  კარგად  რომ შეიწვება,  გადმოვიღოთ  ტაფიდან,  დავჭრათ  კუბიკებად  და  თავიდან  მოვხრაკოთ  ხახვთან  ერთად.  ხახვი  რომ  დარბილდება,  დავუმატოთ  არაჟანი, გახეხილი  ყველი  ჩედარი (მე  სულგუნით  ვაკეთებ), დაჭრილი  ოხრახუში,  ორეგანო,  მარილი,  შავი  წიწაკა  და  დავტოვოთ  ცეცხლზე.  ყველი  რომ  ჩადნება,  ვუყოთ  პომიდვრის  სოუსი,  დაჭრილი  მწვანე  წიწაკა,  წყალი,  ნიორი  და  წამოვადუღოთ.

2. მიღებული  მასა  შევახვიოთ  სასურველ  ზომაზე  დაჭრილ  ლავაშებში.  მჭიდროდ  ჩავაწყოთ  საცხობ  ფორმაში.  თავზე  მოვასხათ   პომიდვრის  სოუსი,  მოვაყაროთ  გახეხილი  ყველი  და  შევდგათ,  წინასწარ,  175  გრადუსსზე  გაცხელებულ  ღუმელში  20  წუთი.
ტეგები:
ქათამი ფილე ნანახია: 34600