1. მოზრდილი კარტოფილები კარგად გავასუფთაოთ, შევამშრალოთ ხელსახოცით, ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით ყველა მხრიდან, ამოვსვაროთ ზეთში და მარილში და გავაჩეროთ 10 წუთი. ( ღუმელის ძირზე დავაფინოთ ფოლგა, რათა გამოჟონილმა წვენი არ მიეწვას ძირს.)2. გამზადებული კარტოფილები დავალაგოთ სინზე და შევდგათ 180 გრადუსსზე გახურებულ ღუმელში.3. კარტოფილები რომ შეიწვება, გამოვიღოთ ღუმელიდან, ამოვიღოთ გული ისე რომ მივცეთ ნავის ფორმა და ჩავახალოთ თითო კვერცხი, დავუმატოთ კუბიკებად დაჭრილი ლორი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და წითელი ბულგარული წიწაკა, ვუყოთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით, მოვახეხოთ ყველი და კვლავ შევდგათ რუმელში 10 წუთით.გემრიელად მიირთვით!