შოკოლადის ტორტი " მიკი"
შოკოლადის ტორტი " მიკი"
დრო 2წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ყველაზე  შოკოლადიანი  შოკოლადის  ტორტი, დაუვიწყარი  გემოთი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 12 ცალი
  • შაქარი - 12 ს/კ
  • ფქვილი - 12 ს/კ
  • თაფლი - 2 ს/კ
  • კაკაო - 2 ს/კ
  • სოდა ძმრით
  • ვანილი
კრემი
  • კარაქი - 400 გრ
  • შავი შოკოლადი - 400 გრ
  • მინანქარი
  • ვანილი
  • კონიაკი
მომზადების წესები
1. 12  კვერცხის  ცილა  ავთქვიფოდ,  სანამ  კარგად  არ  გათეთრდება,  ნელ-ნელა  ჩავაყაროთ  12  ს/კ  შაქარი,  12  კვერცხის  გული,  12  ს/კ  ფქვილი,  2  ს/კ  თაფლი,  1 ჩ/კ  სოდა  გახსნილი  2ს/კ  ძმარში,  ვანილი  და   3 ს/კ  კაკაოს  ფხვნილი.  არ  დაგავიწყდეთ,  ყველაფერი  უნდა  ჩაყაროთ  თანმიმდევრულად  და  ძალიან  ნელა, თან  არ  შეწყვიტოთ  თქვეფა.

2. მიღებული  მასა  გავყოთ  3  ნაწილად  და  გამოვაცხოთ  ცხიმწასმულ,  მოზრდილ  ფორმაში, 175  გრადუსსზე.

3. მოვამზადოთ  კრემი: 

მოვადუღოთ  ჩვეულებრივი  მინანქარი  და  გავაგრილოთ.

მიკროტალღურ  ღუმელში  გავადნოთ  400 გრ  შავი  შოკოლადი.

400 გრ  კარაქი  კარგად  ამოვიყვანოთ  მიქსერით,  ვუყოთ  2 ს/კ  კონიაკი.

ათქვეფილ  კარაქს  შევურიოთ  ოთახის  ტემპერატურაზე  გაგრილებული  მინანქარი,  გამდნარი  შოკოლადი ( ამ  პროცედურასაც  ვაკეთებთ  ძალიან  ნელა),  ვუყოთ  ვანილი  და  თუ  ძალიან  მუქი  კრემი  გვინდა,  2 ს/კ  კაკაოს  ფხვნილი.

მორთვა:

კარგად  გაციებულ  ფენებს  თანმიმდევრულად  წავუსვათ   კრემი.  ზემოდან  შეგვიძლია  მოვრთოთ  ტორტის  მოსართავით  ან  უბრალოდ,  მოვახეხოთ  შოკოლადი.
ტეგები:
ტორტი შოკოლადი ნანახია: 36536