1. დავადნოთ კარაქი, შევურიოთ დაფხვნილი "პეჩენია" და მოხალული თხილი. ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და შევდგათ მაცივარში.2. დავადნოთ შოკოლადი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ ნაღების მდნარი ყველი შაქართან და ვანილთან, დავუმატოთ კრახმალი, კვერცხი და გამდნარი შოკოლადი.3. მიღებული მასის ნახევარი მოვასხათ ფორმაში ჩადებულ ცომს, მოვაყაროთ დაშაქრული მარწყვი, მოვასხათ შოკოლადიანი მასის დარჩენილი ნახევარი და შევდგათ 175 გრადუსსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი4. გამოვიღოთ ნამცხვარი და გავაგრილოთ 15-20 წუთი. მოვაწყოთ ცოცხალი მარწყვი და მოვასხათ არაჟნის გლაზური, რომელსაც ასე მოვამზადებთ:400 გრ არაჟანს შევურიოთ 40 გრ შაქარი და ვანილი.5. კვლავ შევდგათ ღუმელში 7- 10 წუთი.6. ბოლოს თავზე მოვახეხოთ შოკოლადი