უგემრიელესი სეზამის პურები ჩაისთვის
უგემრიელესი სეზამის პურები ჩაისთვის
დრო 1წთ
ულუფა 10
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ამ   მარტივი  რეცეპტით  გამომცხვარი  პურის  რგოლები,  დილიდანვე , საუკეთესო  განწყობას  შეგიქმნით.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 500 გრ
  • საფუარი - 3 ს/კ
  • შაქარი - 1 ს/კ
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • კვერცხის გული+რძე გადასასმელად
  • სეზამის მარცვლები - 300 გრ
მომზადების წესები
1. გავხსნათ  საფუარი  60 მლ  წყალში,  ჩავყაროთ  შაქარი,  მარილი  და  დავდგათ  სანამ  კარგად  არ  აფუვდება .

2. როცა  საფუარი  მზად  იქნება  ჩავამატოთ  310 მლ წყალი  და  მოვზილოთ  მაგარი  ცომი.  მოზელილი  ცომი  კარგად  უნდა  დავამუშაოთ  სამზარეულოს დაფაზე,  სანამ   პრიალა  და  ელასტიური  არ  გახდება.

3.  მზა  ცომი  ჩავდოთ  ჭურჭელში  და  კარგად  შევფუთოთ.  1 საათის შემდეგ,  ცომი  თითქმის  ორჯერ  უნდა  იყოს  მომატებული  ზომაში.

4.  სამზარეულო  დაფას  მოვაყაროთ  ფქვილი, გადმოვიღოთ  ცომი  და  გავყოთ  10  ტოლ  ნაწილად.

5. ავიღოთ  ერთი  გუნდა  და  მისგან  გავაკეთოთ  55  სმ  სიგრძის  თოკები. გავკეცოთ  შუაზე  და   დავგრიხოთ  თოკივით.   მივცეთ  რგოლების  ფორმა  და  კარგად  შევუერთოთ  ბოლოები.  ასე  გავიმეოროთ  დანარჩენებზეც.

6.  გამზადებული  რგოლები  დავაწყოთ  საცხობ  სინზე,  თავზე  მოვუსვათ  რძეში  ან  მაწონში  ათქვეფილი   კვერცხის  გული  და  გამოვაცხოთ  220 გრადუსსზე.

ტეგები:
პური სეზამი ნანახია: 4946