დრო
1წთ
ულუფა
0
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
გემო, რომელიც არ დაგავიწყდებათ
ინგრედიენტები
- კვერცხის გული - 7 ცალი
- შაქარი - 1,5 ჩ/ჭ
- არაჟანი - 200 გრ
- სოდა ძმრით - 1 ჩ/კ
- ფქვილი - 2,5 ჩ/ჭ
ბეზე
- კვერცხის ცილა - 7 ცალი
- შაქარი - 2 ჩ/ჭ
- სახამებელი - 4 ს/კ
- ვანილი
კრემი
- ფქვილი - 0,5 ჩ/ჭ
- შაქარი - 1 ჩ/ჭ
- მდუღარე წყალი - 0,5 ლ
- კარაქი - 400 გრ
- შესქელებული რძე - 1 ქილა
- არაჟანი - 4 ს/კ
- ვანილი
მოსართავი
მომზადების წესები
1. 7 ცალი კვერცხის გული და 1,5 ჭიქა შაქარი კარგად ამოვიყვანოთ, დავუმატოთ 200 გრ არაჟანი, 1ჩ/კ სოდა ძმრით, 2,5 ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად და თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ, მოზრდილი ზომის ფორმაზე.
2. 7 კვერცხის ცილა კარგად ავთქვიოთ, ისე რომ ჯამის გადმოტრიალებისას არ მოშორდეს ჯამის კედლებს, ნელნელა ჩავაყაროთ 2 ჭიქა შაქარი, 4 ს/კ სახამებელი, ვანილი და გავყოთ 2 ნაწილად.
3. თითოეული ნაწილი წავუსვათ ფორმებში გაბრტყელებულ ცომს და დამოვაცხოთ 150 გრადუსსზე.
4. მოვამზადოთ კრემი: 0.5 ჭიქა ფქვილს შევურიოთ 1 ჭიქა შაქარი, 1/4 ჩ/კ მარილი, ვანილი, დავასხათ მდუღარე წყალი და ისე რომ მორევა არ შევაჩეროთ, მივიყვანოტ ადუღებამდე, დავტოვოთ ცეცხლზე 3-4 წუთი. კრემის ფაფა კარგად რომ გაცივდება, შევურიოთ 400 გრ ამოყვანილი კარაქი, 1 ქილა შესქელებული რძე, 4 ს/კ არაჟანი, ვანილი და კრემიც მზად არის.
5. მორთვა: თითოელ ფირფიტას წავუსვათ კრემი. კრემით კარგად დავფაროტ ნამცხვრის გვერდებიც და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი.