უნაზესი ვანილის ნაყინი თაფლით
უნაზესი ვანილის ნაყინი თაფლით
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ყველაზე  გემრიელი  საზაფხულო  რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • მარილი - 1/4 ჩკ
  • ვანილის ჩხირი - 1 ცალი
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 500 გრ
  • თაფლი - 3 სკ
  • შაქარი - 220 გრ
  • კვერცხის გული - 6 ცალი
  • რძე - 500 მლ
მომზადების წესები
1. ჩავასხათ ქვაბში რძე, ჩავყაროთ ვანილის ჩხირები და ნელ ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე.

2. კვერცხის გულები ძალიან კარგად ავთქვიფოთ შაქართან, თაფლთან და მარილთან ერთად, სანამ არ მივიღებთ ღია ფერის ფაფუკ მასას.

3. თბილი რძე ძალიან ნელ-ნელა ჩავასხათ ამოყვანილ კვერცხში, თან შეუწყვეტლად ვთქვიფოდ მიქსერით. მიღებული მასა ჩავასხათ ქვაბში და შემოვდგათ ნელ ცეცხლზე, თან ვურიოთ და დავტოვოთ სანამ არ გასქელდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ამოვაცალოთ ვანილის ჩხირები.

4. კარგად ავთქვიფოთ მაღალპროცენტიანი ნაღები და შევურიოთ გაგრილებულ, რძიან და კვერცხიან მასას, ჩავახეხოთ ვანილის ჩხირები, კარგად ავურიოთ და შევდგათ საყინულეში.
ტეგები:
დესერტი ნაყინი ნანახია: 5313