სამარხვო კექსები
სამარხვო კექსები
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ძალიან  გემრიელი  და  ფუმფულა,  სამარხვო  დესერტი

ინგრედიენტები

  • წყალი - 250 მლ
  • თაფლი - 2 სკ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 1.5 ჭიქა
  • ვანილი
  • მარილი
მომზადების წესები
1. 250 მლ წყალი და 2სკ თაფლი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, ჩავაყაროთ 1 ჭიქა შაქარი, ჩავასხათ 125 მლ მცენარეული ზეთი და კარგად ავთქვიფოთ. ვუყოთ 1ჩკ სოდა ძმრით, ცოტა მარილი, ვანილი და 1,5 ჭიქა ფქვილი. მოვზილოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. (სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა)

2. მომზადებული ცომი გავანაწილოთ ერთ  მთლიან ან პატარა კექსის ფორმებში.

3. გავახუროთ  ღუმელი  200 გრადუსსზე  და  გამოვაცხოთ  20  წუთი.

გემრიელად მიირთვით !
ტეგები:
სამარხვო კექსი ნანახია: 56294