შოკოლადის პუდინგი
შოკოლადის პუდინგი
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ცივი  დესერტი  ცხელი  ზაფხულისთვის

ინგრედიენტები

  • კაკაო - 3 სკ
  • ფქვილი - 1 სკ
  • სახამებელი - 2 სკ
  • შაქარი - 300 გრ
  • კვერცხის გული - 1 ცალი
  • ნაღები - 0,5 ლ
  • რძე - 1 ლ
  • ვანილი
მომზადების წესები
1.  1 ლ  რძე  და  0,5 ლ  ნაღები  კარგად  ავთქვიფოთ,  ჩავუმატოთ 1 კვერცხის  გული  და  ძალიან  ნელ-ნელა  ჩავაყაროთ  300 გრ  შაქარი, რა  თქმა  უნდა  არ  უნდა  შევაჩეროთ  თქვეფა.  ვუყოთ  2 სკ  სახამებელი,  1 სკ  ფქვილი,  3 სკ  კაკაოს  ფხვნილი, ვანილი  და  ყვალაფერი  კარგად  შევურიოთ  ერთმანეთს.

2.  მიღებული  მასა  შემოვდგათ  დაბალ  ცეცხლზე, ვურიოთ  დაახლოებით  15  წუთი და  როცა  შესქელდება  გადმოვდგათ  და  გავაგრილოთ.

3.  მზა  პუდინგი  გავანაწილოთ  ჭიქებში ( შეგიძლიათ  ფენა-ფენა  ჩაულაგოთ  სეზონური  ხილი)  და  შევდგათ  მაცივარში  3 საათით.
ტეგები:
შოკოლადი დესერტი ნანახია: 15152