სამარხო ტორტი ჭიქებში
სამარხო ტორტი ჭიქებში
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
უგემრიელესი  დესერტი  ცხობის  გარეშე, რომელიც  უბრალოდ  პირში  დნება

ინგრედიენტები

  • ალუბალი - 500 გრ
  • თეთრი ქიშმიში - 100 გრ
  • ნიგოზი, თხილი ან ნუში - 200 გრ
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 300 გრ
  • შაქარი - 1,5 ჭიქა
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • ვანილი - 2 ცალი
  • კონიაკი - 2 სკ
მომზადების წესები
1. მოვამზადოთ  კრემი:  1 ჭიქა  ფქვილი,  1,5  ჭიქა  შაქარი,  1 ვანილი  და  1/4  ჩკ  მარილი  კარგად  შევურიოთ  ერთმანეთს.  დავასხათ  1 ლ  ადუღებული  წყალი,  თან   ვურიოთ,  რომ  არ  გაიკეთოს  კოლტები.  შემოვდგათ  ცეცხლზე,  მორევა  არ  შევაჩეროთ  და  ავდუღოთ.  არ  გადმოვდგათ  ცეცხლიდან  კიდევ  3-4  წუთი,  სანამ  ოდნავ  ოქროსფერი  არ  გადაკრავს.   

2. მიქსერით  კარგად  ამოვიყვანოთ  სამარხვო  კარაქი  ან  მარგარინი,  ჩავასხათ  2 სკ  კონიაკი   და  შევურიოთ  გაგრილებულ,  წინასწარ  მომზადებულ  ფაფას  და  დავუმატოთ ვანილი.  გახსოვდეთ,  რომ  კრემი  იმდენ  ხანს  უნდა  ვთქვიფოდ  მიქსერით,  სანამ  ძალიან  ფაფუკი  არ  გახდება.

3. დავფხვნათ  სამარხვო  " პეჩენიები" ,  მოხალული  თხილი  ან  ნიგოზი.

4. გავრეცხოთ  ქიშმიში,  ცოტა  ხანი  დავტოვოთ  წყალში.  გადავუწუროთ  წყალი  და  კარგად  შევამშრალოთ.

5. გამოვაცალოთ  ალუბალს  კურკა (შეგიძლიათ  აირჩიოთ  ნებისმიერი  სეზონური  ხილი)  დავაყაროთ  შაქარი  და  გავაჩეროთ,  სანამ  შაქარი  არ  გადნება  და  ალუბალი  წვენს  არ  შეიყენებს. 

6. ტორტის  მომზადებისთვის  შეგიძლიათ  გამოიყენოთ  ერთი  მთლიანი  ჭურჭელი  ან  ცალ-ცალკე  ჭიქები.  სასურველი  ჭურჭლის  ძირზე   3- 4  სანტიმეტრის  სიმაღლეზე ჩავასხათ  კრემი,  შემდეგ  მოვაყაროთ  დაფხვნილი  " პეჩენია",  თხილი,   ქიშმიში   და  მოვასხათ  ალუბლის  მასა.  გავიმეოროთ  ეს ყველაფერი  იგივე  თანმიმდევრობით,  სანამ  ინგრედიენტები  არ  გაგვითავდება.   ზემოდან  მოვრთოთ  ცოცხალი  ხილით.  შევდგათ  მაცივარში  და  კარგად  გავაციოთ.

გემრიელად  მიირთვით !
ტეგები:
ტორტი მარწყვი ალუბალი ნანახია: 37239