ყველაზე ხრაშუნა კარტოფილი ფრი
ყველაზე ხრაშუნა კარტოფილი ფრი
დრო 3წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
თუ ფრის ამ რეცეპტით მოამზადებთ, თქვენი შვილები არასოდეს მოითხოვენ სწრაფი კვების ობიექტებში წასვლას

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • მარილი
  • კარტოფილი
მომზადების წესები
1. გათალეთ  კარტოფილი,  გარეცხეთ  და  დაჭერით  მოგრძო,  წვრილ  ზომებზე. 

2. აადუღეთ  ქვაბში  წყალი,  უყავით  მარილი  და  ჩაყარეთ  კარტოფილი.  გააჩერეთ  5  წუთი,  შემდეგ  გადაიტანეთ  თუშფალანგზე  და  გადაავლეთ  ცივი  წყალი.

3. გაშალეთ  ჩაის  ტილო,  ზედ  დაყარეთ  კარტოფილი   და  კარგად  შეამშრალეთ.  

4. მშრალი  კარტოფილი  შეგიძლიათ  შეაზავოთ  მარილით  და  სასურველი  სუნელებით  ან  პირდაპირ  ჩაყაროთ  ცელოფნის  პარკებში  და  გაყინოთ  2-3  საათი ( რა თქმა  უნდა,  შეგიძლიათ  საყინულეში  შეინახოთ  უფრო  მეტი  ხნითაც) .

5. ღრმა  ტაფაში  კარგად  აადუღეთ  ზეთი  და  შეწვით  კარტოფილი,  სანამ  ოქროსფერი  არ  გახდება,  თან  რამდენჯერმე  ამოურიეთ.

დამიჯერეთ,  თქვენი  შვილები  ძალიან  კმაყოფილები  დარჩებიან.
ტეგები:
კარტოფილი ბოსტნეული ფრი ნანახია: 25203