1. 2.5 ჭიქა ფქვილს შევურიოთ 0,5 შეკვრა გამაფხვიერებელი. ჩავასხათ 300 გ არაჟანი და 250 გრ დარბილებული მარგარინი. ვუყოთ 1/4 ჩკ მარილი, ვანილი და მოვზილოთ რბილი ცომი. თუ ცომი თხელი გამოგივიდათ დაუმატეთ ნახევარ ჭიქამდე ფქვილი. 2. მომზადებული ცომი შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით. 3. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან, გავაბრტყელოთ და დავჭრათ სასურველ ზომებზე. ამოვავლოთ შაქარში, დავაწყოთ ფქვილმოყრილ საცხობ სინზე და შევდგათ 200 გრადუსსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება.