სწრაფად მოსამზადებელი "პეჩენიები"
სწრაფად მოსამზადებელი "პეჩენიები"
დრო 30წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
გემრიელი  და  ეკონომიური  რეცეპტი  ტკბილეულობის  მოყვარულთათვის

ინგრედიენტები

  • დარბილებული მარგარინი - 250 გრ
  • არაჟანი - 300 გრ
  • ფქვილი - 2,5 - 3 ჭიქა
  • მარილი - 1/4 ჩ/კ
  • ვანილი - 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი - 0,5 შეკვრა
  • შაქარი - ამოსავლებად
მომზადების წესები
1. 2.5 ჭიქა ფქვილს შევურიოთ 0,5 შეკვრა გამაფხვიერებელი. ჩავასხათ 300 გ არაჟანი და 250 გრ დარბილებული მარგარინი. ვუყოთ 1/4 ჩკ მარილი, ვანილი და მოვზილოთ რბილი ცომი. თუ ცომი თხელი გამოგივიდათ დაუმატეთ ნახევარ ჭიქამდე ფქვილი.

2. მომზადებული ცომი შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით.

3. გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან, გავაბრტყელოთ და დავჭრათ სასურველ ზომებზე. ამოვავლოთ შაქარში, დავაწყოთ ფქვილმოყრილ საცხობ სინზე და შევდგათ 200 გრადუსსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება.
ტეგები:
ტკბილეული "პეჩენია" ნანახია: 295338