უგემრიელესი ნამცხვარი ალუბლით და შოკოლადის მუსით
უგემრიელესი ნამცხვარი ალუბლით და შოკოლადის მუსით
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
წარმოუდგენლად  გემრიელი  დესერტი,  რომლის  გემოს  ვეღარ  დაივიწყებთ.

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 5 ცალი
  • შაქარი - 5 სკ
  • ფქვილი - 5 სკ
  • კაკაო - 2 სკ
  • გამაფხვიერებელი - 1 სკ
  • ვანილი
კრემ-მუსი
  • შავი შოკოლადი - 250 გრ
  • კვერცხის გული - 4 ცალი
  • ნაღები - 500 გრ
  • შაქარი - 150 გრ
  • ალუბალი - სურვილისამებრ
  • ვანილი
მომზადების წესები
1. 5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ კარგად. ნელ-ნელა ჩავაყაროთ 5 სკ შაქარი, 5 კვერცხის გული, 5 სკ ფქვილი, 2 სკ კაკაოს ფხვნილი, ვანილი  და 1 სკ გამაფხვიერებელი. მიღებული ცომი  ჩავასხათ  ცხიმწასმულ, ქაღალდიან ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსსზე გახურებულ ღუმელში.

2. მოვამზადოთ კრემ-მუსი: გავადნოთ 250 გრ შოკოლადი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ 4 კვერცხის გული და 150 გრ შაქარი, უნდა  მივიღოთ  ძალიან  ჰაეროვანი მასა.  ნელ- ნელა შევურიოთ ცალკე ამოყვანილი 500 გრ ნაღები, ჩავასხათ გამდნარი შოკოლადი, ვუყოთ ვანილი და კრემიც მზად არის .

3. მოვრთოთ: კარგად გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე. ქვედა ფენას წავუსვათ კრემის მთელი შემადგენლობა და მოვაყაროთ კურკებ გამოცლილი ალუბალი. (შეგიძლიათ ალუბალი კრემში ჩაყაროთ და ისე წაუსვათ). დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ფენა და თავზე მოვასხათ მინანქარი.


ტეგები:
დესერტი მუსი ალუბალი ნანახია: 61064