ბოსტნეულის ჩანახი
ბოსტნეულის ჩანახი
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე
შეინახე რეცეპტი
უგემრიელესი  სამარხვო  კერძი

ინგრედიენტები

  • ნიორი - 3 კბილი
  • მწვანილი - თითო კონა
  • ზეთი - 200 გრ
  • პომიდორი - 500 გრ
  • ხახვი - 3 თავი
  • კარტოფილი - 500 გრ
  • ბადრიჯანი - 500 გრ
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. ბადრიჯანი  დაჭერით  სიგრძეზე  ოთხად,  შემდეგ - შუაზე.  მოაყარეთ  მარილი  და  1/2  საათის  სემდეგ  გაწურეთ  ისე,   რომ  არ  დაიჭყლიტოს.

2. ალყად  დაჭრილი  ხახვი,  წმინდად  დაჭრილი  ნიორი,  ქინძი,  ოხრახუში  და  ნიახური  აურიეთ  ერთმანეთში,  დაუმატეთ  წიწაკა.

3. ქვაბის  ფსკერზე  მოასხით  ზეთი,  პირველ  ფენად  დააწყვეთ  სიგრძეზე  დაჭრილი  კართოფილი,  შემდეგ - ბადრიჯანი,  მოაფინეთ  არეული  მწვანილი  და  ხახვი,  შემდეგ  ისევ  კარტოფილი,  ბადრიჯანი  და  ა. შ.  თან  შიგადაშიგ  მოაყარეთ  მარილი.

4. ბოლოს  დაალაგეთ  მთელ-მთელი  პომიდორი  და  დაუმატეთ  ზეთი  ან  სამარხვო  კარაქი.  მოშუშეთ  ნელ  ცეცხლზე,  ვიდრე  კარტოფილი  არ  მოიხარშება