რბილი ხორცი ხახვთან ერთად ძალიან წვრილად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავაყაროთ კოწახური, დაფქვილი წითელი წიწაკა და მარილი. დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი და ავურიოთ. შემდეგ ნაწილ - ნაწილ ავიღოთ და მივცეთ მოგრძო ფორმა. ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთში. მოაყარეთ დაჭრილი ხახვი და ოხრახუში.