დრო
30წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
მათთვის ვისაც ვერ წარმოუდგენია რა მარტივია ქაბაბის გაკეთება.
ინგრედიენტები
- საქონლის და ღორის რბილი ხორცი - 500 გრ
- კვერცხი - 1 ცალი
- ხახვი - 200 გრ
- კოწახური - 1 ჩ/კ
- მარილი და წიწაკა - გემოვნებით
- საფანელი - ამოსავლებად
- ზეთი - შესაწვავად
მომზადების წესები
რბილი ხორცი ხახვთან ერთად ძალიან წვრილად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავაყაროთ კოწახური, დაფქვილი წითელი წიწაკა და მარილი. დავამატოთ ათქვეფილი კვერცხი და ავურიოთ.
შემდეგ ნაწილ - ნაწილ ავიღოთ და მივცეთ მოგრძო ფორმა. ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთში.
მოაყარეთ დაჭრილი ხახვი და ოხრახუში.