0,5 ლ კეფირში ჩავასხათ ჯამში, ჩავაყაროთ 1 ჩ/კ სოდა. ცალკე გავთქვიფოთ კვერცხი და ისიც ჩავამატოთ ჯამში. ვუყოთ 3 ს/კ ზეთი, 1ჩ/კ მარილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ. ბოლოს ჩავყაროთ 550 გრ ფქვილი და მოვზილოთ ცომი, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას.ცომი უნდა შედგათ მაცივარში 1 საათით და შემდეგ დაიწყოთ გამოცხობა. გულსართისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მასალა. ხაჭაპურიც ძალიან გემრიელი გამოდის და ღვეზელებიც.წარმატებებს გისურვებთ !