1. ავიღოთ 4 კვერცხი. გავაცალკევოთ ცილა და გული. 2/3 ჩაის ჭიქა შაქარი გავყოთ შუაზე. 2. შაქრის ერთი ნახევარი და 4 კვერცხის გული კარგად ამოვიყვანოთ .3. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ სანამ ღრუბელივით მასას არ მივიღებთ და ნელ-ნელა შევურიოთ დარჩენილი შაქარი. 4. ფრთხილად შევურიოთ ერთმანეთს ორივე მასა, ჩავამატოთ 1/2 ჩკ სოდა ან გამაფხვიერებელი, ვანილი და 1 ჩჭ უმაღლესი ხარისხის ფქვილი.5. ცომს მივცეთ მოგრძო ფორმები, სასურველია გამოვიყენოთ საკონდიტრო ტომარა და გამოვაცხოთ 200 გრადუსსზე გახურებულ ღუმელში