საქონლის ხორცის რბილობი დავჭრათ ერთნაირ ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ავურიოთ და შევწვათ ცხიმში. როდესაც ხორცი შეწითლდება, გადავიღოთ დაბალ, ფართო ქვაბში. ხორცის ნაწვავ ტაფაზე დავასხათ ღვინო, წამოვადუღოთ და დავასხათ ხორცზე, დავახუროთ სახურავი და ვშუშოთ 10-15 წუთი. შემდეგ დავასხათ პომიდვრის თხელი საწებელი იმდენი, რომ ხორცი დაიფაროს, ჩავამატოთ კუბიკებად დაჭრილი, შემწვარი კარტოფილი, წვრილად დაჭრილი, მოშუშული ხახვი, ნიორი, მწვანილები და დაფნის ფოთოლი. ვადუღოთ ცოტა ხანი და ჩვენი კერძიც მზად არის.სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ კამა და ოხრახუში.