დრო
1წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ძალიან გემრიელი და ლამაზი კერძი გურმანებისთვის.
ინგრედიენტები
- საქონლის ან შერეული ფარში - 1 კგ
- ბეკონის ფირფიტები - 300 გრ
- ყველი ფეტა - 100 გრ
- კვერცხი - 2 ცალი
- ხახვი - 1 თავი
- საფანელი - 4 ს/კ
- ნიორი - 2-3 კბილი
- მდოგვი - 2 ჩკ
- მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში, მოვათავსოთ ჯამში ხორცის ფარშთან ერთად, ვუყოთ დაჭყლეტილი ნიორი, კვერცხი, საფანელი, მდოგვი, კუბიკებად დაჭრილი ყველი, შევკაზმოთ მარილით და შავი წიწაკით, შევურიოთ ყველაფერი ერთმანეთს კარგად და დავდგათ.
2. საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი (სასურველია, გამოიყენოთ კექსის ფორმა), ერთმანეთთან მჭიდროდ ჩავაფინოთ ბეკონის ნაჭრები, ჩავდოთ მომზადებული ფარში და ლამაზად შემოვუკეცოთ ბეკონის ნაჭრები. შევდგათ 180 გრადუსსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ დაახლოებით 50 წუთი.
გემრიელად მიირთვით !