5 კვერცხი ავთქვიფოთ 3 ჭიქა შაქართან ერთად, ჩავასხათ 250 გრ გამდნარი მარგარინი ან კარაქი, 1 ქილა მაწონი 1 ჩკ სოდით, ჩავყაროთ 1 ჩკ გამაფხვიერებელი, ვანილი, ქიშმიში და დაახლოებით 5 ჭიქა ფქვილი. მოვზილოთ სქელი, წებოვანი ცომი და ჩავასხათ მოზრდილ, ცხიმწასმულ კექსის ფორაში.გამოვაცხოთ 180 გრადუსსზე გახურებულ ღუმელში, სანამ თავი არ მოებრაწება და კარგად არ გამოშრება .რომ გაგრილდება, თავზე მოვაყაროთ შაქრის პუდრა.