შოკოლადის ნაყინი
შოკოლადის ნაყინი
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ზაფხულის  ყველაზე  გემრიელი  დესერტი.

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი (75% და ზემოთ) - 100 გრ
  • კარაქი - 50 გრ
  • კაკაო - 3 სკ
  • შაქარი - 5 სკ
  • კვერცხის გული - 2 ცალი
  • შესქელებული რძე - 1 ქილა
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 400 მლ
მომზადების წესები
100  გრ  შოკოლადის  ფილა  დავაქუცმაცოთ,  მოვათავსოთ  ქვაბში  50  გრ  კარაქთან,  5  სკ  შაქართან,  3 სკ  კაკაოსთან  ერთად  და  შემოვდგათ  ორთქლის  აბაზანაზე,  თან  ვურიოთ.  ყველაფერი  რომ  გადნება  შევურიოთ  2  კვერცხის  გული  და  კარგად  გავხსნათ.  მიღებული  მასა  დავტოვოთ  ორთქლზე  5-7  წუთი.  ჩავასხათ  შესქელებული  რძე,  კარგად  შევურიოთ  და  კვლავ  დავტოვოთ  ორთქლზე  დაახლოებით  იმდენივე  ხნით.  გადმოვდგათ  და  გავაგრილოთ.

გავთქვიფოთ  400 მლ  მაღალპროცენტიანი  ნაღები,  ნაწილ-ნაწილ  შევურიოთ  შოკოლადიანი  მასა,  თან  ვურიოთ  რომ  მივიღოთ  ერთგვარი  კრემისებური  კონსისტენცია  და  არ  აგვეჭრას.  ჩავასხათ  კონტეინერში  და  გავყინოთ.
ტეგები:
დესერტი ნაყინი ნანახია: 7200