მოხარშული მსხლის დესერტი
მოხარშული მსხლის დესერტი
დრო 90წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მსხალი - 12-15 ცალი, პატარა, მაგარი ჯიშის
  • თეთრი ღვინო - 1 ლ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • დარიჩინი - 1 ჯოხი
  • მიხაკი - 3-4 ცალი
  • კრემისთვის:
  • რძე - 1 ჭ
  • შაქარი - 1/2 ჭ
  • ფქვილი - 1 ს.კ
  • კვერცხის გული - 1
  • კონიაკი - 1 ჩ.კ
  • კარაქი - 1-2 ს.კ
  • ვანილი
  • შოკოლადი დეკორისთვის - 50 გ
მომზადების წესები
მსხლები დავფცქვნათ და დავუტოვოთ ყუნწები.

ღვინო ჩავასხათ ქვაბში და შაქართან და სანელებლებთან ერთად წამოვადუღოთ.

გემოვნებით შეგვიძლია კიდევ დავუმატოთ შაქარი.

როდესაც ღვინო ადუღდება, ჩავაწყოთ მსხლები. თუ ღვინომ ვერ დაფარა ხილი, დავუმატოთ ადუღებული წყალი.

როდესაც მსხლები მოიხარშება, ამოვიღოთ და გავაცივოთ.

რძე, შაქარი და ფქვილი გავთქვიფოთ, დავდგათ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. როდესაც კრემი მოდუღდება და შესქელდება, გადმოვდგათ, მაშინვე შევათქვიფოთ კვერცხის გული და გავაცივოთ. კრემს დავუმატოთ კონიაკი, ვანილი და კარაქი.

მსხლები მოვათავსოთ ლანგარზე, მოვასხათ კრემი და ზემოდან მოვრთოთ დამდნარი შოკოლადით.

ტეგები:
კრემი მსხალი ღვინო შოკოლადი ნანახია: 14511