ქათამი დაჭერით, ჩააწყვეთ ქვაბში და მოშუშეთ საშუალო ცეცხლზე, როცა წყალი ჩაშრება, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ კარაქი, ან ერბო და მოხრაკეთ. ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი, თან დროდადრო ურიეთ. დაასხით 1 ჭიქა ადურებული წყალი, კანგაცლილი, წვრილად დაკეპილი პომიდორი და ადუღეთ, ვიდრე ქათმის ხორცი არ მოიხარშება. შემდეგ დაუმატეთ დანაყილი წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, რეჰანი და მარილი გემოვნებით.