გემრიელი ხრაშუნები - სამარხო
+ N/A
გემრიელი ხრაშუნები - სამარხო
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
თუკი  ცდილობთ, თქვენმა  შვილებმა  ჯანსაღი  ტკბილეული  მიირთვან,  ამ  რეცეპტით  ნამდვილად  ისიამოვნებთ.

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 3,5 ჭიქა
  • საფუარი - 20 გრ
  • მარილი - 1/4 ჩკ
  • შაქარი - 1 სკ
  • შაქარი - ცომზე მოსაყრელად
  • წყალი - 1,5 ჭიქა
  • ზეთი - 1 ჭიქა
  • ვანილი
მომზადების წესები
ემალის ჭურჭელში ჩავყაროთ 1,5 ჭიქა შაქარი და ჩავასხათ წინასწარ წყალში გახსნილი საფუარი, დავუმატოთ მარილი, შაქარი, ვანილი  და ყველაფერი კარგად შევურიოთ ერთმანეთს. მოვზილოთ ცომი თბილი წყლით. როცა ცომი ერთგვაროვანი გახდება შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე 5 წუთი. გადმოვდგათ და დავუმატოთ კიდევ 2 ჭიქა ფქვილი და ზეთი. ცომი უნდა ვზილოთ სანამ ელასტიური გახდება.

მზა ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 5 მმ სისქეზე, მოვაყაროთ შაქარი, გადავკეცოთ ორად, კვლავ მოვაყაროთ შაქარი,ისევ გადავკეცოთ, გავაბრტყელოთ და გავიმეოროთ ეს პროცედურა კიდევ ერთხელ. ბოლოს ცომი გავაბრტყელოთ 1,5 სმ სისქეზე, ზემოდან გადავუსვათ მცენარეული ზეთი და მივცეთ  სასურველი ფორმები. დავაწყოთ საცხობ სინზე, გავაჩეროთ ნახევარი საათი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.
ტეგები:
ტკბილეული "პეჩენია" ნანახია: 63468