1. 2 კვერცხის გულში გავხსნათ 2 სკ შაქარი და 15 გრ საფუარი, დავასხათ 1 ჭიქა თბილი რძე, 70 გრ გამდნარი კარაქი, 1/4 ჩკ მარილი, ვანილი, ამოვურიოთ და 3 ჭიქა ფქვილით მოვზილოთ ელასტიური ცომი. დავაფაროთ თავზე და დავდგათ თბილ ადგილას სანამ 2-ჯერ არ მოიმატებს ზომაში.2. მზა ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ ზოლებად და შემოვახვიოთ "ტრუბოჩკის" ფორმებს. ამოვავლოთ წინასწარ მომზადებულ დაფხვნილი თხილისა და შაქრის ნარევში.3. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე. 4. კრემი აირჩიეთ სურვილისამებრ. თუკი "ტრუბოჩკის" ფორმები არ გაქვთ, შეგიძლიათ დაახვიოთ სქელი ჟურნალის ფურცლები, გარედან შემოახვიოთ ფოლგა და ფორმების ნაცვლად გამოიყენოთ.