1. ქათმის ფილე მოხარშეთ. დაჭერით კუბიკებად და სქელძირიან ტაფაზე რამდენიმე წუთით შებრაწეთ. მოაყარეთ მარილი და შავი წიწაკა. 2. წვრილად დაჭერით კიტრი, პომიდორი, წითელი ბულგარული წიწაკა და სალათის ფოთლები. შეურიეთ ერთმანეთს. 3. შუაზე გაჭერით ერთი სომხური ლავაში. მოაყარეთ ფენა-ფენა ქათმის ფილე და დაჭრილი ბოსტნეული. ლამაზად გადაახვიეთ და შემოუსწორეთ ბოლოები. ძალიან დაბალკალორიულია და კარგად დაგანაყრებთ.