მწვანე ლობიოს ბორანი ქათმით
მწვანე ლობიოს ბორანი ქათმით
დრო 90წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
მწვანე ლობიოს ბორანი ტრადიციული ქართული კერძია, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოში ამზადებენ. ჩვენ გთავაზობთ მის ერთ-ერთ ცნობილ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • მწვანე ლობიო - 1.5 კგ
  • ქათმის ხორცი - 1 კგ
  • კარაქი - 100 გ
  • შაშკვლავი - 1 კონა
  • ქინძი - 1 კონა
  • რეჰანი - 1 კონა
  • ხახვი - 4
  • ნიორი - 2 კბილი
  • ქონდარი - ნახევარი კონა
  • წყალი - 2 ჭ
  • მწვანე წიწაკა - 1
  • მარილი
მომზადების წესები
ლობიო გავრეცხოთ, დავამტვრიოთ და ჩავყაროთ სქელძირიან ქვაბში, ზემოდან დავაყაროთ წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი, ნიორი და მწვანილი, დავასხათ წყალი და ცეცხლზე დავდგათ.

ქათმის ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და კარაქში დანარჩენ ხახვთან ერთად მოვშუშოთ. ხახვი უნდა იყოს საშუალოდ დაჭრილი. ლობიოს ხარშვის დროს რამდენიმეჯერ ამოვურიოთ. როდესაც მოიხარშება და წყალს დაიშრობს, ხის კოვზით ჩავკეპოთ და შევურიოთ ხახვთან ერთად მოშუშული ხორცი, კარგად ამოვურიოთ და 5 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან.
ტეგები:
ქათამი ლობიო ნანახია: 68456