სახლში მომზადებული მასკარპონე
სახლში მომზადებული მასკარპონე
დრო 40წთ
ულუფა 180
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ძვირადღირებული  ყველის   ეკონომიური  და  მარტივი  რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • ნაღები - 250 მლ
  • ლიმონის წვენი - 2 ჩკ
მომზადების წესები
ჩაასხით ნაღები სქელი შუშის ჭურჭელში, მოათავსეთ მეორე, წყლიან ჭურჭელში და შემოდგით საშუალო ცეცხლზე. (მეორე ჭურჭელში წყალი იმდენი უნდა იყოს, რომ ნაღებს ფარავდეს.) წყალი რომ ადუღდება და ნაღებიც დუღილის ტემპერატურას მიაღწევს ჩაასხით ლიმონის წვენი და ურიეთ შეუწყვეტლად დაახლოებით 10-15 წუთი, სანამ ძალიან არ გასქელდება.

გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ 20 წუთი.

შემოდგით საწური ან დოლბანდი მაღალ ჭურჭელზე, ჩაასხით გაგრილებული ნაღების მასა და შედგით მაცივარში.
24 საათის შემდეგ, როცა თქვენი მასკარპონე კარგად იქნება გაწურული, გადაიტანეთ კონტეინერში ან გამოიყენეთ სურვილისამებრ.
ტეგები:
ნაღები ყველი მასკარპონე ნანახია: 32201