სალათა გურულად
სალათა გურულად
დრო 10წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ამ  მარტივი  რეცეპტით  მომზადებული  "სუნელით", როგორც  გურულები  ეძახიან, თქვენ  შეძლებთ  უბრალო  კიტრი  და  პომიდორი  უგემრიელეს  კერძად  გადააქციოთ.

ინგრედიენტები

  • ყვითელი ყვავილი
  • ქინძი - 6-7 ღერი
  • მწვანე წიწაკა - 1 ცალი
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • თხილი ან ნიგოზი - 50 გრ
  • მარილი
მომზადების წესები

50 გრ  თხილი ან ნიგოზი მოათავსეთ ბლენდერში,  დაუმატეთ  ნიორი,  მწვანე წიწაკა, ქინძი, ყვითელი ყვავილი (ცოცხლად ან ხმელი) და მარილი. კარგად  დააბლენდერეთ.  გადმოიტანეთ სხვა ჭურჭელზე, უყავით  1 სკ ძმარი  და  შეურიეთ  დაჭრილ  კიტრს და პომიდორს.

გემრიელად  მიირტვით !

ტეგები:
სალათა კიტრი პომიდორი გურია ნანახია: 69738