კანადური დონატები არაჟნით
კანადური დონატები არაჟნით
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ჩვენი  მკითხველის  თხოვნით  გთავაზობთ  უგემრიელესი  და  სუპერ  ეკონომიური,  კანადური  დონატების  რეცეპტს .

ინგრედიენტები

  • არაჟანი - 250 გრ
  • შაქარი - 200 გრ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • ფქვილი - 400 გრ
  • სოდა - 1 ჩ/კ
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • მარილი - 1/4 ჩკ
  • შაქრის სიროფი და პუდრი
მომზადების წესები
კარგად ამოვიყვანოთ არაჟანი და შაქარი. დავუმატოთ კვერცხი.

შევურიოთ ერთმანეთს ფქვილი, სოდა, ვანილი და მარილი.

ჩავყაროთ არაჟნის მასაში და მოვზილოთ ცომი.

გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ დონატების ფორმებზე და შევწვათ ადუღებულ ზეთში ორივე მხრიდან.

გამომცხვარ  დონატებს  მოვაყაროთ  შაქრის  პუდრი  ან  მოვასხათ  შაქრის  სიროფი,  სანამ  ცხელია.
ტეგები:
დესერტი ტკბილეული დონატები ნანახია: 39852