ჩაასხით ჯამში წყალი, ზეთი, ჩაყარეთ საფუარი,შაქარი, მარილი და დადგით რამოდენიმე წუთი. მოათავსეთ ფქვილი სამუშაო მაგიდაზე, გაუკეთეთ ღრმული. ჩაასხით ღრმულში მომზადებული საფუვრიანი მასა და ნელნელა შეურიეთ ფქვილი. როცა მთელი მასა შეერევა ერთმანეთს, გააგრძელეთ ცომის ზელა სანამ ელასტიური და პრიალა გახდება. ჩადეთ ცომი ჯამში, შეფუთეთ ცელოფნით და დაელოდეთ აფუებას. გამოცხობის წინ ცომი მსუბუქად დაამუშავეთ ხელით და დაყავით ნაწილებად. ამ პორციიდან გამოგივათ 6-7 საშუალო პიცის ცომი. თუკი მაშინვე არ დაგჭირდათ შეგიძლიათ შეახვიოთ ცელოფანში და შეინახოთ მაცივარში რამოდენიმე დღით.