ფუმფულა ოლადები ალუბლით
ფუმფულა ოლადები ალუბლით
დრო 15წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
უგემრიელესი  ოლადების  ახალი  რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 1 ჭ
  • ფქვილი - 1 ჭ
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • მარილი
  • ალუბალი - 1 ჭ
მომზადების წესები
1. გამოაცალეთ კურკა მწიფე ალუბალს, ამოავლეთ ფქვილში და დადგით.

2. ამოიყვანეთ კვერცხის ცილა ღრუბელივით და მიქსერით შეურიეთ ცალკე ამოყვანილი კვერცხის გული და შაქარი.

3. ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი, უყავით ვანილი, მარილი. (ამ დროს ურიეთ მხოლოდ ერთი მიმართულებით)

4. ჩაყარეთ ალუბალი, ნაზად ამოურიეთ და გამოაცხვეთ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. უმჯობესია ცხობისას დაახუროთ თავი.
ტეგები:
დესერტი ალუბალი ოლადები ნანახია: 19208