ნესვის რბილობი ბლენდერით დავაქუცმაცოთ. კვერცხის ცილა და შაქარი გავთქვიფოთ კარგად, ნელ-ნელა დავუმატოთ გულები. ცალკე გავთქვიფოთ ნაღები შაქრის პუდრთან ერთად, შემდეგ შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი და ბლენდერით დაქუცმაცებული ნესვი, გადავანაწილოთ ფორმებში და შევდგათ საყინულეში 1 საათით, შემდეგ გამოვიღოთ და გავთქვიფოთ. ასე გავიმეოროთ სამჯერ და საბოლოოდ ნაყინის მასა 5-6 საათით დავტოვოთ საყინულეში.შაქრის რაოდენობა შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი გემოვნების მიხედვითრჩევანაღების ფხვნილის შემთხვევაში დაგჭირდებათ 0,5 ჭიქა ნაღების ფხვნილი და 1 ჭიქა რძე. ნაღების ფხვნილით მომზადებული ნაყინის მასას შევათქვიფოთ 1 სადილის კოვზი დარბილებული კარაქი.