ნამდვილი მთიულური ხინკალი
ნამდვილი მთიულური ხინკალი
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

მთიული ბებოს რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი - 300 გრ
  • საქონლის ხორცი - 200 გრ
  • ხახვი - 3 თავი
  • ფქვილი - 500 გრ
  • დაფქული წითელი წიწაკა' - 1/2 ჩკ
  • მარილი - გემოვნებით
  • ძირა - 1/2 ჩკ
მომზადების წესები

1.  დაჭერით  ხორცი  და  გაატარეთ  ხახვთან  ერთად.  დაუმატეთ  მარილი, მსხვილად დაფქვილი  წითელი  წიწაკა,  ძირა,  იმდენი  წყალი,  რამდენსაც  შეიწოვს  და  კარგად  მოზილეთ.

2.  პურის  ფქვილი  მოაგროვეთ  გორაკად,  შუა  ადგილზე  ჩააღრმავეთ  და  ჩაასხით  მარილიანი  წყალი.  მოზილეთ  მაგარი  ცომი.

3.  დადეთ  ცომი  დაახლოებით  20  წუთი.  

4.  გააბრტყელეთ  ცომი,  ჭიქით  გამოჭერით  მრგვალ  ნაჭრებად.  გამოჭრილი  ნაჭრები  გააბრტყელეთ  თხელ  ფენებად,  დაადეთ  ერთი  სუფრის  კოვზი  ფარში,  გაუკეთეთ  ნაკეცები,  მოუგრიხეთ  თავი  და  ფრთხილად  დატკეპნეთ.

5.  ჩაყარეთ  ადუღებულ  მარილიან  წყალში  და  მოხარშეთ.  დროდადრო  აურიეთ,  რომ  ქვაბის  ძირს  არ  მიეკრას.  როდესაც  ხინკალი  ამოტივტივდება,  მზად  არის.

გემრიელად  მიირთვით !

ტეგები:
ფარში ხორცი ხინკალი ნანახია: 37278