დრო
15წთ
ულუფა
0
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
გემრიელი მოგონება საბავშვო ბაღიდან
ინგრედიენტები
- კარტოფილის ფქვილი(სახამებელი) - 4 სკ
- შაქარი - 1/5 ჩაის ჭიქა
- ალუბალი - 700 გრ
- წყალი - 5 ჩაის ჭიქა
მომზადების წესები
* გასუფთავებულ, კურკაგამოცლილ ალუბალს დაასხით წყალი, მოხარშეთ, მერე თუშფალანდში გადაიტანეთ და დაწურეთ.
* გაწურული წვენი ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ შაქარი, რომ ადუღდება ჩაასხით ცოტა წყალში გახსნილი კარტოფილის ფქვილი, თან ურიეთ. როცა გასქელდება და დუღილს დაიწყებს მზად არის.
* გადაიტანეთ შესაფერ ჭურჭელში.