შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს ბურთებით
შოკოლადის ნამცხვარი ხაჭოს ბურთებით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
სწრაფად  მოსამზადებელი,  უგემრიელესი  ნამცხვარი.

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 250 გრ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ქოქოსის ფანტელი - 50 გრ
  • შაქარი - 50 გრ
  • ფქვილი - 2 სკ
შოკოლადის ბისკვიტისთვის
  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 60 გრ
  • შავი შოკოლადი - 50 გრ
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • სახამებელი - 2 სკ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩკ
  • კაკაო - 3 სკ
  • ვანილი
მომზადების წესები
1. ხაჭო გავთქვიფოთ კარგად. დავუმატოთ კვერცხი, ქოქოსის ფანტელი, ფქვილი და შაქარი. 

2. ქვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ კარგად. ჩავასხათ გამდნარი შოკოლადი.

3. ამოვიყვანოთ კვერცხის ცილა, ნელ-ნელა ჩავაყაროთ შაქარი და შევურიოთ კვერცხის გულიან მასას. ჩავამატოთ სახამებელი, კაკაოს ფხვნილი, ფქვილი, გამაფხვიერებელი  და მოვზილოთ ნაზი ცომი.

4. სველი ხელებით ხაჭოს მასას მივცეთ ბურთის ფორმები და ჩავაწყოთ საცხობი ფორმის ძირზე ერთმანეთისგან მოშორებით. ზემოდან დავასხათ შოკოლადის ცომი.

5. გამოვაცხოთ 175 გრადუსზე 25-30 წუთი. შევაგრილოთ და მოვასხათ მინანქარი.
ტეგები:
ნამცხვარი ხაჭო დესერტი ნანახია: 12347