ქვაბში მოათავსეთ წყალი, კარაქი და მარილი. შემოდგით ცეცხლზე. კარაქი რომ მთლიანად გადნება და წამოდუღდება ჩაამატეთ ფქვილი. ურიეთ ხის კოვზით და შუშეთ 2-3 წუთი. ცომი მზადაა, როცა მოგუნდავდება და ქვაბის კედლებს ადვილად მოსცილდება. გადმოდგით და სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. გადაიტანეთ ცომი საკონდიტრო ტომარაში და ეკლერის ფორმით გაანაწილეთ ქაღალდჩაფენილ ღუმელის ტაფაზე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი. კრემი: ჩაასხით ქვაბში რძე, დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ ხელის სათქვეფით. შეურიეთ შაქარი. დადგით ცეცხლზე და ხშირი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ამის შემდეგ მინიმალურ ცეცხლზე, გამუდმებული მორევით ხარშეთ შესქელებამდე. დაამატეთ ვანილი, გადმოდგით და გააციეთ. გაცივების შემდეგ შეათქვიფეთ კარაქი. ჩაუდეთ ეს კრემი ეკლერებს გულში და ზემოდან მოასხით მინანქარი