1. ვაზის ფოთლებს მოაჭერით ყუნწები, დათუთქეთ მდუღარე წყალში და გადაიტანეთ საწურზე. 2. საქონლის რბილი ხორცი დაჭერით და გაატარეთ ხახვთან, ნიორთან და მწვანილთან ერთად. დაუმატეთ მარილი, პილპილი, დამბალი ბრინჯი და კარგად აზილეთ. 3. გაზავებული ხორცი შეახვიეთ ვაზის ფოთლებში და მჭიდროდ ჩააწყვეთ ქვაბში. დაასხით ერბონარევი წყალი ისე რომ ფარავდეს და დადგით მოსახარშად. გემრიელად მიირთვით !