შოკოლადის მუსი ალუბლით
შოკოლადის მუსი ალუბლით
დრო 20წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
სწრაფად  მოსამზადებელი, ცივი დესერტი  ცხელი  ზაფხულისთვის.

ინგრედიენტები

  • შაქარი - 2 სკ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • კონიაკი - 2 სკ
  • კარაქი - 1 სკ
  • შავი შოკოლადი - 160 გრ
  • ალუბალი - მოსართავად
მომზადების წესები
შოკოლადი დავტეხოთ, გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და ოდნავ შევაგრილოთ. შოკოლადის მასას დავუმატოთ კარაქი და კონიაკი. კვერცხის ცილა შაქართან ერთად კარგად გავთქვიფოთ და ხის ნიჩბით ფრთხილად შევურიოთ შოკოლადის მასას, გადავანაწილოთ ფორმებში და მინიმუმ 6 საათით შევდგათ მაცივარში. შოკოლადის მუსი მივირთვათ ალუბალთან ერთად.


ჟურნალი "გემრიელი" (გამოდის თვის დასაწყისში) .
ტეგები:
დესერტი მუსი ალუბალი ნანახია: 4537