ღუმელში გამომცხვარი ქათმის კერძი
ღუმელში გამომცხვარი ქათმის კერძი
დრო 1წთ
ულუფა 1
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
მადისაღმძვრელი  კერძი  შემწვარი  ქათმით  და  კარტოფილით.

ინგრედიენტები

  • კარაქი - 150 გრ
  • რძე - 1 ლ
კრემ-ბეშამელი
  • ქათამი - 1 ცალი
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • ხახვი - 2 თავი
  • კარტოფილი - 1 კგ
  • ფქვილი - 80 გრ
  • მუსკატის კაკალი - მწიკვი
  • მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. გათალეთ  კარტოფილი,  დაჭერით  თხელ  რგოლებად  და  წამოხარშეთ.  გადაიტანეთ  თუშფალანგზე,  კარგად  რომ  დაიწურება, მოაყარეთ  მარილი  და  შეწვით  ზეთიან  ტაფაზე.

2. მოხრაკეთ  ალყა-ალყა  დაჭრილი  ხახვი  ზეთში,  დაუმატეთ  ნიორი  და  სურვილისამებრ  ბულგარული  წიწაკა.

3. ლამაზ  ჭურჭელში  ძირზე  მოაწყვეთ  შემწვარი  კარტოფილები,  მოაფინეთ  მოხრაკული  ხახვი  და  ზემოდან  დაალაგეთ  შემწვარი  ქათმის  ნაჭრები.  მოასხით  კრემ-ბეშამელი  და  შედგით  ღუმელში  10  წუთი.  

4. კრემ-ბეშამელი:  ქვაბში, დაბალ ცეცხლზე გავადნოთ 100გრ. კარაქი, ჩავყაროთ ფქვილი და ვურიოთ გამუდმებით ხის კოვზით. პატარა პორციებად ჩავასხათ 300მლ. ცივი რძე და ისევ ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თანდათან დავამატოთ დანარჩენი რძეც.

მივიყვანოთ სოუსი ადუღებამდე და გავაჩეროთ კიდევ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე და გადმოვდგათ. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი. ჩავაგდოთ სოუსში 50გრ. კარაქი, მოვურიოთ და დავახუროთ თავსახური. სოუსის მასა უნდა გამოვიდეს ერთგვაროვანი.

თუ ფქვილი მაინც შეიკრა და წარმოიქმნა პატარა ბურთულები, მაშინ სოუსი აუცილებლად უნდა გადავწუროთ ბადეში.
ტეგები:
ქათამი ბეშამელი სადილი ნანახია: 19391